Europian Standrats
ევროპული სტანდარტების კვალდაკავ
SPain
Paliashvili str. 39a spain ქ. თბილისი
ზ. ფალიაშვილის 39ა
Call Us
+995 322 40 28 28
დაგვიკავშირდით
+995 322 40 28 28
Spain
+995 322 40 28 28

ევროპული სტანდარტების კვალდაკავლ

დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკა, რომელიც  დაარსდა 2015 წლის 4 აპრილს წარმოადგენს სადიაგნოსტიკო-სამკურნალო პოლიპროფილურ ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებას, კლინიკა აღჭურვილია იტალიური, იაპონური, ესპანური წარმოების თანამედროვე აპარატურითა და მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული დანადგარებით.

კლინიკის სახელწოდებას ამყარებს სამედიცინო ხელმძღვანელის, პროფესორ დავით აბულაძის იტალიის ქირურგიული სკოლის წამყვან სპეციალისტებთან მრავალწლიანი ურთიერთობის გამოცდილება, რამაც დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში ლაპაროსკოპიული ქირურგიის დანერგვის და განვითარების საქმეში.

კლინიკის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ზემოხსენებული თანამშროლობის გაღრმავება წარმოადგენს, რომლის ძირითადი მიზნებია საქართველოში სამედიცინო მომსახურეობის ხარისხის გაუმჯოებესების ხელშეწყობა იტალიელ კოლეგებთან ერთად ერთიანი სამეცნიერო კვლევების წარმოების, რეკომენდაციების თუ წინადადებების შემუშავების გზით. ამ მიმართულებით  გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის დეკლარაციის საფუძველზე, კლინიკა თანამშრომლობს ქალაქ მოდენას სანტ-აგოსტინოს ჰოსპიტალის სამედიცინო ლაბორატორიასთან.

კლინიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა პათოლოგიურად ჭარბ წონიანი და მეტაბოლური სინდრომით დაავადებული პაციენტების კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობა,კლინიკაში არსებული ბარიატრიული გუნდი დაკომპლექტებულია კვალიფიციური სპეციალისტებით: ენდოკრინოლოგი,ნუტრიციოლოგი,კარდიოლოგი,ფსიქოლოგი, ნევროლოგი და ქირურგი, რომლებიც საერთო მიზნის გარშემო ერთიანდებიან, რაც გულისხმობს  ბარიატრიული ოპერაციისთვის პაციენტების წინასაოპერაციო მომზადებას და  პოსტოპერაციული თუ დიეტოთერაპიის შემდგომი ან თანმდევი რეაბილიტაციის პროცესის ეფექტურ მონიტორინგს ევროპული სტანდარტების მიხედვით.

ბარიატრიული ქირურგია

დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკა ეგრეთ წოდებული სიცოცხლის გადამრჩენელი ბარიატრიული ოპერაციების წარმატებული შედეგების 1200-ზე მეტ მაგალითს ითვლის.

ენდოკრინოლოგია

ენდოკრინული და მეტაბოლური სისტემის კვლევა, პროფესიონალი ენდოკრინოლოგების მიერ პერსონალიზირებული კვების რეჟიმის შედგენა და ქრონიკული ენდოკრინული დაავადებების ამბულატორიულ მართვა.

ლაბორატორია

კლინიკა აღჭურვილია იტალიური, იაპონური, ესპანური წარმოების თანამედროვე აპარატურითა და მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული დანადგარებით,სადაც 250-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიული კვლევა ტარდება.

0 +

კმაყოფილი პაციენტი

0 +

სპეციალობა

0 +

კლინიკური კვლევა

0 +

მიღებული ჯილდო

ლიდერი კლინიკა საქართველოში

დავით აბულაძის ქართულ-იტალიურ კლინიკის სოციალური  პასუხისმგებლობის მაღალ დონეს განაპირობებს ზრუნვა საზოგადოების სოციალურად დაუცველ წევრებზე, ამ მიზნით კლინიკა პერმანენტულად ახორციელებს საქველმოქმედო აქციების,  სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ომის ვეტერანთათვის სამკურნალო-პროფილაქტიკური გასინჯვების და სადიაგნოსტიკო მანიპულაციების სახით, რათა ჩვენი საზოგადოების ყველა სოციალურად დაუცველ პირს მიუწვდებოდეს ხელი ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე.

თანამედროვე აპარატურა

კლინიკა აღჭურვილია იტალიური, იაპონური, ესპანური წარმოების თანამედროვე აპარატურითა და მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული დანადგარებით.

კლინიკის ულტრასონოგრაფიული, კარდიო და პულმონოლოგიური დიაგნოსტიკა სრულად შეესებამება ევროპულ სტანდარტებს.

ოპტიმალური ფასები

კლინიკაში მოქმედებს მკურნალობის პერსონალიზირებული ტაქტიკის შერჩევის პრინციპი და პაციენტის მდგომარეობის  შეფასების მულტიდისციპლინარული მეთოდიკა. ეს ყოველივე  იძლევა საშუალებას მოხდეს სერვისების ღირებულების  ოპტიმიზაცია ხარისხის  მაღალი დონის შენარჩუნებასთან ერთად.

ჩვენს შესახებ (1)

პროფესიონალი ექიმები

კლინიკაში  საქმიანობას ახორციელებენ, საქართველოში მოღვაწე თავიანთი დარგის  წამყავნი სპეციალისტები, რომლებიც სისტემატიურად მონაწილეობენ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში, იმყოფებიან კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლების პროცესში,აქედან გამომდინარე მათ მიერ წარმოებული  მკურნალობის მეთოდიკა, სრულ  შესაბამისობაშია მსოფლიოში აპრობირებულ, თანამედროვე სტანდარტებთან.

მაღრალკვალიფიციური გუნდი

კლინიკა გამოირჩევა მაღალკავალიფიციური გუნდით, რომლებიც პერსონალიზირებულ მომსახურებას უწევენ თითოეულ პაციენტს.

david abuladze

დავით აბულაძე

ზოგადი და ბარიატრიული ქირურგია
თამარ-გეგეშიძე

თამარ გეგეშიძე

გასტროენტეროლოგი
ქეთევან ხიშტოვანი

ქეთევან ხიშტოვანი

დერმატოლოგი
მაია-სურვილაძე

მაია სურვილაძე

პედიატრ-ნუტრიციოლოგი