ევროპული სტანდარტების კვალდაკავლ
დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკა, რომელიც დაარსდა 2015 წლის 4 აპრილს წარმოადგენს სადიაგნოსტიკო-სამკურნალო პოლიპროფილურ ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებას, კლინიკა აღჭურვილია იტალიური, იაპონური, ესპანური წარმოების თანამედროვე აპარატურითა და მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული დანადგარებით.
კლინიკის სახელწოდებას ამყარებს სამედიცინო ხელმძღვანელის, პროფესორ დავით აბულაძის იტალიის ქირურგიული სკოლის წამყვან სპეციალისტებთან მრავალწლიანი ურთიერთობის გამოცდილება, რამაც დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში ლაპაროსკოპიული ქირურგიის დანერგვის და განვითარების საქმეში.
კლინიკის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ზემოხსენებული თანამშროლობის გაღრმავება წარმოადგენს, რომლის ძირითადი მიზნებია საქართველოში სამედიცინო მომსახურეობის ხარისხის გაუმჯოებესების ხელშეწყობა იტალიელ კოლეგებთან ერთად ერთიანი სამეცნიერო კვლევების წარმოების, რეკომენდაციების თუ წინადადებების შემუშავების გზით. ამ მიმართულებით გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის დეკლარაციის საფუძველზე, კლინიკა თანამშრომლობს ქალაქ მოდენას სანტ-აგოსტინოს ჰოსპიტალის სამედიცინო ლაბორატორიასთან.
კლინიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა პათოლოგიურად ჭარბ წონიანი და მეტაბოლური სინდრომით დაავადებული პაციენტების კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობა,კლინიკაში არსებული ბარიატრიული გუნდი დაკომპლექტებულია კვალიფიციური სპეციალისტებით: ენდოკრინოლოგი,ნუტრიციოლოგი,კარდიოლოგი,ფსიქოლოგი, ნევროლოგი და ქირურგი, რომლებიც საერთო მიზნის გარშემო ერთიანდებიან, რაც გულისხმობს ბარიატრიული ოპერაციისთვის პაციენტების წინასაოპერაციო მომზადებას და პოსტოპერაციული თუ დიეტოთერაპიის შემდგომი ან თანმდევი რეაბილიტაციის პროცესის ეფექტურ მონიტორინგს ევროპული სტანდარტების მიხედვით.
ბარიატრიული ქირურგია
დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკა ეგრეთ წოდებული „სიცოცხლის გადამრჩენელი” ბარიატრიული ოპერაციების წარმატებული შედეგების 1200-ზე მეტ მაგალითს ითვლის.
ენდოკრინოლოგია
ენდოკრინული და მეტაბოლური სისტემის კვლევა, პროფესიონალი ენდოკრინოლოგების მიერ პერსონალიზირებული კვების რეჟიმის შედგენა და ქრონიკული ენდოკრინული დაავადებების ამბულატორიულ მართვა.
ლაბორატორია
კლინიკა აღჭურვილია იტალიური, იაპონური, ესპანური წარმოების თანამედროვე აპარატურითა და მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული დანადგარებით,სადაც 250-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიული კვლევა ტარდება.
კმაყოფილი პაციენტი
სპეციალობა
კლინიკური კვლევა
მიღებული ჯილდო
ლიდერი კლინიკა საქართველოში
თანამედროვე აპარატურა
კლინიკა აღჭურვილია იტალიური, იაპონური, ესპანური წარმოების თანამედროვე აპარატურითა და მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული დანადგარებით.
კლინიკის ულტრასონოგრაფიული, კარდიო და პულმონოლოგიური დიაგნოსტიკა სრულად შეესებამება ევროპულ სტანდარტებს.
ოპტიმალური ფასები
კლინიკაში მოქმედებს მკურნალობის პერსონალიზირებული ტაქტიკის შერჩევის პრინციპი და პაციენტის მდგომარეობის შეფასების მულტიდისციპლინარული მეთოდიკა. ეს ყოველივე იძლევა საშუალებას მოხდეს სერვისების ღირებულების ოპტიმიზაცია ხარისხის მაღალი დონის შენარჩუნებასთან ერთად.
პროფესიონალი ექიმები
კლინიკაში საქმიანობას ახორციელებენ, საქართველოში მოღვაწე თავიანთი დარგის წამყავნი სპეციალისტები, რომლებიც სისტემატიურად მონაწილეობენ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში, იმყოფებიან კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლების პროცესში,აქედან გამომდინარე მათ მიერ წარმოებული მკურნალობის მეთოდიკა, სრულ შესაბამისობაშია მსოფლიოში აპრობირებულ, თანამედროვე სტანდარტებთან.
მაღრალკვალიფიციური გუნდი
კლინიკა გამოირჩევა მაღალკავალიფიციური გუნდით, რომლებიც პერსონალიზირებულ მომსახურებას უწევენ თითოეულ პაციენტს.