Europian Standrats
ევროპული სტანდარტების კვალდაკავ
SPain
Paliashvili str. 39a spain ქ. თბილისი
ზ. ფალიაშვილის 39ა
Call Us
+995 322 40 28 28
დაგვიკავშირდით
+995 322 40 28 28
Spain
+995 322 40 28 28

ბარიატრიული ქირურგია

სიმსუქნე მსოფლიოში გავრცელებულ ეპიდემიას წარმოადგენს, რომელიც იწვევს შაქრიანი დიაბეტის, კარდიოვასკულური დაავადებების, სიმსივნის, ცხიმოვანი ჰეპატოზის, დეპრესიის, ძილის აპნოეს განვითარებას ძვალ-სახსართა დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, საკვერცხეების პოლიკისტოზი, უნაყოფობა (ქალებშიც და მამაკაცებშიც), როდესაც პაციენტს აღენიშნება სიმსუქნით გამოწვეული თუნდაც ერთ-ერთი ზემოაღნიშნული პათოლოგია, რომელიც ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას, მიმართავენ  ბარიატრიულ ქირურგიას, რაც გულისხმობს სიმსუქნის მკურნალობას ქირურგიული ჩარევით.

ბარიატრიული ქირურგია სწორედ ისეთი პრობლემების გადასაჭრელად არის მიმართული, სადაც წონა ადამიანის სრულყოფილ ცხოვრებას აფერხებს, აღნიშნული პრობელიმს გადასაჭრელად  დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკის ბაზაზე  არსებული  ბარიატრიული ქირურგიის სპეციალისტთა გუნდი, რომლის შემადგენლობაში შედიან:

ქირურგი– დავით აბულაძე,

ენდოკრინოლოგები– თამარ შერვაშიძე,ეკატერინე წაქაძე.

კარდიოლოგები სერგო ორჯონიკიძე და მარიამ გრიგორიანი.

თერაპევტი-ხათუნა თაბაგარი.

ნევროლოგი-სოფიო მატარძე ახორციელებენ ჭარბწონიანი  პაციენტთათვის, ოპერაციის მეთოდის შერჩევას, წინასაოპერაციო მომზადებას და პოსტოპერაციული პეროდის ეფექტურ მონიტორინგის.

21-ე საუკუნეში წონის ეფექტური კლების მაჩვენებლებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიხედვით, კუჭის ლაპაროსკოპიული სახელოსებური რეზექციას დამსახურებულად მიანიჭეს ეგრეთ წოდებული „სიცოცხლის გადამრჩენელი” ბარიატრიული ოპერაციების სტატუსი, კუჭის ვერტიკალური სახელოსებური რეზექცია წარმოადგენს რესტრიქციული ტიპის ლაპორასკოპიული მეთოდით ბარიატრიულ ოპერაციას, ოპერაციის მიზანია კუჭის ძირითადი ნაწილის მოცილება  და  სახელოსებური მილის შექმნა,ამ დროს  ხდება ეგრეთ წოდებული შიმშილის ჰორმონის – გრელინის მასტიმულირებელი ვეგეტატიური გზის მოცილება და შესაბამისად, მკვეთრად მცირდება ორგანიზმში გრელინის სინთეზი, რის შედეგადაც ქრება შიმშილის შეგრძნება და  საკვების მიღების ოდენობის შემცირება, აქედან გამომდინარე პაციენტებს გაცილებით უადვილდებათ ახალ კვებით რეჟიმთან შეგუება, გამომდინარე იქიდან რომ, ოპერაციის შემდეგ ხდება ზედმეტი წონის 80-85 პროცენტით კლება.

დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკა, ბარაიტრიული ოპერაციების წარმატებული შედეგების 1200-ზე მეტ მაგალითს ითვლის, იმ პაციენტების უმეტესობა რომლებმაც ნდობა დავით აბულაძეს და მის ბარიატრიულ გუნდს გამოუცხადეს, ოპერაციის თარიღს, როგორც მეორედ დაბადების დღეს, საზეიმოდ აღნიშნავენ.

 

პაციენტების მიმართ ინდივიდუალური მიდგომა, მათ გამოსაჯანმრთელებლად და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად ქირურგი დავით აბულაძის და მისი ბარიატრულ გუნდის, 24 საათიან რეჟიმში პაციენტებისთვის თავდადებული მუშაობა, წარმატებული ოპერაციების შედეგებით გამოიხატება.

კლინიკა ინოვას ბაზაზე პროფესორი დავით აბულაძე აწარმოებს შემდეგი სახის ბარიატრიულ ოპერაცეიბს :

  •             კუჭის ლაპაროსკოპიული სახელოსებური რეზექცია.
  •             კუჭის შუნტირება.
  •             კუჭის ერთ ანასტომოზიანი მინიშუნტირება.
  •             ერთ ანასტომოზიანი დუოდენოიეიუნალური შუნტირება.
კუჭის ლაპაროსკოპიული სახელოსებური რეზექცია
stomach

 კვლევების შედეგების მიხედვით ენდოკრინოლოგის, პულმონოლოგის დაკარდიოლოგის მიერ იძლევა შესაბამისს დანიშნულებები და დიეტა.ოპერაციისათვის რეკომენდრიებულია პაციენტმა დაიკლოს არსებული წონის მინიმუმ 10%.

კგ/მ2