სხეულის კორექცია უახლესი გერმანული აპარატით !!!
უპრეცედენტო აქცია დიდი ფასდაკლებით დავით აბულაძის ქართულ–იტალიური კლინიკაში.
- კავიტაცია +
- ლიმფოდრენაჟი +
- RF ლიფტინგი +
- ვაკუუმი +
- ბიოლაზერი +
- ჩამოთვლილი ხუთივე მანუპულაცია ტარდება 1 პროცედურში და შეადგენს მხოლოდ 30 ლარს.
- ერთი პროდეცურის ხანგრძლივობა – 50 წთ.
- ერთი პროცედურის შედეგი -2 სმ
- პროცედურის ჩატარებამდე გაგეწევათ ექიმის უსასყიდლო კონსულტაციას, რაოდენობა საწყისი მდგომარეობიდან გამომდინარე ინდივიდუალურია, პროცედურებს შორის ინტერვალი 7-10 დღეა.
- პროცედურის ჩატარება შეუძლიათ 16 წლის ასაკიდან და ზემოთ პაციენტებს, როგორც ქალბატონებს ასევე მამაკაცებს.
პროცედურის უპირატესობები :
- ამცირებს ზონის გარშემოწერილობას
- კანს ხდის გლუვსა და ელასტიურს
- ხელს უწყობს ქსოვილოვანი მეტაბოლიზმის აღდგენას.
- კანი მოყავს ტონუსში.
- ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები
- აჩქარებს და აუმჯობესებს კანის ღრმა ფენებში ჟანგბადის მიწოდებას
- შლის ჰიპოდერმაში არსებულ ცხიმოვან ბოჭკოებს
- ამკვრივებს კანს.
ძალიან ხშირად, როგორც ჭარბ წონიან ასევე ნორმალური წონის ქალბატონებს სხეულზე აღენიშნებათ ლოკალური ცხიმოვანი ნადებები, რომლებიც არ ექვემდებარება დიეტასა და ფიზიკურ ვარჯიშებს. როგორც წესი, ისინი განლაგებულია „გალიფეს“ ზონაში, თეძოებზე და მუცლის მიდამოში. ცხიმოვანი მასების აღნიშნულ ზონაში ჩალაგება ორგანიზმის ჰორმონული თავისებურებებითაა განპირობებული და მათი გამოდევნა ამ ადგილებიდან ბუნებრივად პრაქტიკულად შეუძლებელია.
ცელულიტისაგან თავის დასაღწევ, ორგანიზმის და კანის დეტოქსიკაციისათვის მიმართულ პროცედურებს შორის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია ”ლიმფოდრენაჟი”.
ლიმფორენაჟის უპირატესობები:
ნებისმიერი ანტიცლელულიტური პროგრამა ლიმფოდრენაჟით იწყება. ლომფოდრენაჟი უზრუნველყოფს ქვედა კიდურებში ლიმფის მიმოქცევის გააქტიურებას და ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის შეკავების პროფილაქტიკას. ლიმფოდრენაჟი სხეულის კორექციისა და ცელულიტისაგან განკურნებისათვის ერთერთი მთავარი პროცედურაა, რომელიც კანის ცხიმოვან უჯრედებში ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას. ლიმფოდრენაჟი ხსნის დაღლილობას, ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას, ამაღლებს კანის ელასტიურობას, აუმჯობესებს სახის ფერს, ამცირებს შეშუპებებსა და ნაოჭებს.
კავიტაციის უპირატესობები:
კავიტაციის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ზემოქმედება ხორციელდება სხეულის ნებისმერ პრობლემურ უბანზე. ცხიმოვანი ნადებების მოცილებასთან ერთად, ხდება კანის მოჭიმვა, ქრება „ფორთოხლის კანის“ ეფექტი. არც თუ ისე იშვიათად, კავიტაციას მიმართავენ ქირურგიული ლიპოსქციის შემდგომი დეფექტების კუპირებისთვის.
კავიტაციის რეზულტატი სახეზეა პირველივე პროცედურის დასრულებისთანავე, რომლის დროსაც დამუშავებული ზონის გარშემოწერილობაც მცირდება. დაშლილი ცხიმის ორგანიზმიდან გამოდევნის პროცესი დაახლოვებით ერთ კვირას გრძელდება, ამიტომაც სეანსები საშუალოდ კვირაში ერთხელ ტარდება.
RF-ლიფტინგის უპირატესობები:
RF-ლიფტინგის საშუალებით ცხიმის წვის შედეგად დარენილი, მოდუნებული კანის ელასტიურობის გაზრდა და მოჭიმვა ხდება.
RF ლიფტინგი– ეს არის ელექტრული ველის მოქმედება კანსა და კანქვეშა ქსოვილებზე რადიოტალღების სიხშირის დიაპაზონში.პროცედურის საშუალებით ხდება კანის გაახალგაზრდავება და გადაჭიმვა (ლიფტინგი) უოპერაციოდ ხანგრძლივმომქმედი ეფექტით.
კანის გაახალგაზრდავება ხდება უჯრედების ბუნებრივი სტიმულაციის გზით, რადიოტალღები მოქმედებს კანის ღრმა ფენებზეც, ახდენს კოლაგენის სინთეზის გააქტიურებას და კანის საერთო ფართობის მნიშვნელოვან შემცირებას, შემაერთებელი ქსოვილის მოდუნებული ბოჭკოების დაჭიმვას, ფიბროზული ქსოვილის ალაგებას. შედეგად, იმატებს კანის ტონუსი, იგი ხდება უფრო მკვრივი და ელასტიური.
RF-ლიფტინგი საჭიროა მაშინ როდესაც: კანი მოშვებული, დაბერებული და გამომშრალია, ასევე სტრიების, ნაოჭების და ცელულიტის არსებობის დროს.
ამ პროცედურების ჩატარება არ არის რეკომენდირებული:
- ელექტროსტიმულატორის და მეტალის იმპლანტის არსებობა ზემოქმედების არეში.
- მწვავე ინფექციური და ანთბითი დაავადებების,
- ორსულობა, ლაქტაცია, მენსტრუალური ციკლისას,
პროცედურა არ საჭიროებს მოსამზადებელ ან რეაბილიტაციის პერიოდს, არის აბსოლუტურად უმტკივნეულო და არ საჭიროებს ანესთეზიას!