დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკის მედიცინის დოქტორს, პედიატრ-ნუტრიციოლოგ მაია სურვილაძეს სამედიცინო განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, ასევე გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები თბილისის სამედიცინო აკადემიაში პედიატრიის მიმართულებით.