Europian Standrats
ევროპული სტანდარტების კვალდაკავ
SPain
Paliashvili str. 39a spain ქ. თბილისი
ზ. ფალიაშვილის 39ა
Call Us
+995 322 40 28 28
დაგვიკავშირდით
+995 322 40 28 28
Spain
+995 322 40 28 28
david abuladze

დავით აბულაძე

სპეციალობა:
ზოგადი და ბარიატრიული ქირურგია
სამუშაო დღეები:
ორშ. ოთხ. შაბათი 10:00 - 13:00

ბიოგრაფია

მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი დავით აბულაძე გახლავთ ზოგადი  და ბარიატრიული ქირურგიის ექსპერტი. პიონერი საქართველოში სიმსუქნისა და მეტაბოლურ დარღვევათა საერთაშორისო ფედერაციის (IFSO) ექსპერტი, თბილისის სამედიცინო აკადემიის ასოცირებული პროფესორი, ხმელთაშუა ზღვისა და ახლო აღმოსავლეთის ენდოსკოპისტ ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ე.წ სიცოცხლის გადამრჩენელი, რომელმაც საფუძვლიანი სპეციალიზაცია გაიარა ბაზისურ ლაპარასკოპიაში ჯორჯიის შტატის ატლანტის სამედიცინო ცენტრში, იტალიაში ქ. მოდენას სანტ-აგოსტინოს ჰოსპიტალში მაღალტექნოლოგიურ ლაპარასკოპიულ ქირურგიაში, ასევე ისრაელში რაბინის სამედიცინო ცენტრის ბელინსონის ჰოსპიტალში, ბარიატრიულ ქირურგიაში ინგლისში ქ. პორტსმუნტში დედოფალ ელისაბედის ჰოსპიტალში. მას ეკუთვნის პირველი საკანდიდატო დისერტაცია საქართველოში ლაპარასკოპიულ ქირურგიაში, არის 87 სამეცნიერო ნაშრომისა და საერთაშორისო სამედიცინო პრესაში დაბეჭდილი 33 სტატიის ავტორი.

       ასევე, თანაავტორი უნიკალური წიგნისა: ლაპაროსკოპიული ქირურგია”, რომელიც პირველად გამოიცა ქართულ ენაზე. დავით აბულაძეს ყოველწლიურად უწევს მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესსა და სიმპოზიუმში მონაწილეობა, რომელთა მსვლელობის დროს, საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, მუდმივად ინოვაციების ძიებასა და ათვისებაშია.  პროფესორი დავით აბულაძე ცნობილია, როგორც მუცლის ღრუს ქირურგიის, ასევე ბარიატრიული ქირურგიის წამყვან სპეციალისტად, მას უკვე ეკუთვნის  6000-ზე მეტი ზოგადი, ხოლო 1200-ზე მეტი წარმატებულად  შესრულებული ბარიატრიული ოპერაცია. 

      მის მიერ საქართველოში პირველად შესრულდა ლაპაროსკოპიული ტოტალურიგასტროსპლენექტომია D2 ლიმფადენექტომიით ( laparoscopi total gastrectomy with en bloc splenectomy ) სრულად ლაპაროსკოპიული პანკრეატოდუოდენალური რეზექცია ( full laparoscopic pancreatoduodenal resection )

 

პროფესიული გამოცდილება

  • 2016 წლიდან დღემდე – მრავალპროფილური კლინიკა ინოვა – ზოგადი და ბარიატრიული ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი;
  • 2016 წლიდან დღემდე – პ. შოთაძის სახ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ასოცირებული პროფესორი;
  • 2014 წლიდან – შ.პ.ს.” დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკის” ხელმძღვანელი;
  • 2012 წლიდან – შ.პ.ს. “მმტ ჰოსპიტალის” კონსულტანტი ქირურგი;
  • 2012 – 2016 წ.წ. – ი.ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • 2007 – 2012 წ.წ. – უშვილობასთან ბრძოლის საქველმოქმედო ფონდის, რამაზ ჩარექიშვილის ენდოსკოპიური ქირურგიული კლინიკის ქირურგი კონსულტანტი;
  • 2007 წლიდან – ქირურგი კონსულტანტი ზოგად ქირურგიაში. დ. ტატიშვილის სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი;
  • 2006 წლიდან – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიის ქირურგიის დეპარტამენტის თორაკალური მიმართულების მოწვეული პედაგოგი;
  • 2002 – 2006 წ.წ. – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის თორაკოაბდომინური ქირურგიის კათედრის ასისტენტი;
  • 2002 – 2006 წ.წ. – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის თორაკოაბდომინური ქირურგიის კათედრის ასისტენტი;
  • 1998 წლიდან – აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახ. თორაკოაბდომინური კლინიკის ლაპაროსკოპიული საოპერაციოს გამგე, ქირურგი;
  • 1996 – 1998 წ.წ. – ქ. თბილისის N1 კლინიკური საავადმყოფოს აბდომინური განყოფილების ქირურგი;
  • 1996წლის იანვარი სექტემბერი – ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრი – უცხოეთის განყოფილების სპეციალისტი;
  • 1992 – 1996 წ.წ. – ქ. თბილისის N1 კლინიკური საავადმყოფოს თორაკალური განყოფილების ქირურგი;

პროფესიული მიმართულებები

ბარიატრიული ქირურგია
100 %
ლაპარასკოპული ქირურგია
100 %
აბდომინალური ქირურგია
100 %
ზოგადი ქირურგია
100 %

ასოციაციების წევრობა

  • საქართველოს ქირურგთა ასოციაციის წევრი;
  • თბილისის მუხაძის სახ. ქირურგიული საზოგადოების წევრი;
  • საქართველოს მცირეინვაზიურ ქირურგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი;
  • ხმელთაშუა ზღვის და ახლო აღმოსავლეთის ენდოსკოპისტ ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი 2013-2015 წ.წ., გამგეობის მუდმივი წევრი;
  • რუსეთის ჰერნიოლოგთა ასოციაციის წევრი;
  • ასოციაციათა გაერთიანების ექსპერტი ზოგად ქირურგიაში;
  • ამიერკავკასიის ექიმთა ლიგამ დააჯილდოვა ნომინაციაში “საუკუნის ექიმი” 

სამედიცინო განათლება

  •  2016 წლიდან დღემდე – პ. შოთაძის სახ. თბილისის სამედიცინო აკადემიის ასოცირებული პროფესორი;
  • 2002 წ. – პ. შოთაძის სახ. თბილისის სამედიცინო აკადემიის სამეცნიერო საბჭოს დადგენილებით მიენიჭა დოცენტის წოდება;
  • 2002 წ. – მედიცინის აკადემიური დოქტორის სამეცნიერო ხარისხი სპეციალობით ქირურგია;
  • 2001წ. – სახელმწიფო სერთიფიკატი სპეციალობაში ქირურგია;
  • 1998 წ. – 3 თვიანი სტაჟირება იტალიაში, ქ. მოდენას სანტ’აგოსტინოს ჰოსპიტალში – მაღალტექნოლოგიურ ლაპაროსკოპიული ქირურგიაში;
  • 1997 წ. – 3 თვიანი სტაჟირება აშშ-ში ატლანტის სამედიცინო ცენტრში – ბაზისურ ლაპაროსკოპიული ქირურგიაში;
  • 1995წ. GIPA – ს პირველი სრული კურსი სახელმწფო მართვაში, მიენიჭა სახელმწიფო მართვის მაგისტრის ხარისხი;
  • 1991-1992 – ინტერნატურა ზოგად ქირურგიაში 1-ლი კლინიკური საავადმყოფოს I ქირურგიული განყოფილების ბაზაზე;
  • 1985-1991 წ.წ. – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;